LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ერეკლე მეორის ქუჩაზე – დამწვარია სახლის პირველი სართული, არის დაშავებული

285
82403614-593685431467255-5124454231092232192-n

თბილისის ძველ უბანში, ერეკლე II-ის ქუჩაზე მდებარე 3-სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად მთლიანად დამწვარია შენობის პირველი სართული. შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვავიდან გაჩნდა, რომელიც მალევე მოედო სახლის პირველ სართულს. დამწვარია დაახლოებით 40 კვ/მ -მდე ფართი. ცეცხლი მეორე სართულზეც გადავიდა, თუმცა სახანძრო სამაშველო ბრიგადამ ხანძრის ლოკალიზება მოახერხა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში 6 სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა.

ამ დროისათვის ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია და სამაშველო ჯგუფებმა უკვე დატოვეს შემთხვევის ადგილი. თვითმხილველების განმარტებით, დაშავებული პირი სავარაუდოდ აღნიშნულ სახლში სტუმრად იმყოფებოდა, რადგან ის აქ არ ცხოვრობს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ დაშავებულის დაუდევრობით გაჩნდა ხანძარიც.

ქავთარაძის ქუჩაზე ხანძრის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები