არგენტინის ტყეში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობას ქარი და სიცხე უშლის ხელს. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ახლომდებარე დასახლებებიდან ადამიანების ევაკუაციის ბრძანება გასცა.
რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ წერტილში ცეცხლის ალის სიმაღლე 30 მეტრს აღწევს.