LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულთა პანსიონატის 12 ბენეფიციარი და 15 თანამშრომელი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

85
Untitled design (1)

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს.

დღეს თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 12 ბენეფიციარი და 15 თანამშრომელი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაციის პროცესს დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბენეფიციარების ორგანიზებული აცრა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება:

“დღეიდან ჩვენ დავიწყეთ მათი ორგანიზებული აცრა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ორშაბათს დაგეგმილია ქუთაისის პანსიონატში მსგავსი აქციის ჩატარება, რათა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის ვისთვისაც კოვიდპანდემია ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს მაქსიმალურად დროულად შევქმნათ უსაფრთხო გარემო.” – განაცხადა მინისტრმა.

 

 

7 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 54 687 აცრა ჩატარდა. ბოლო 24 საათში კი 3 089 მოქალაქე აიცრა.

სრულად ვაქცინირებულია 8 700 ადამიანი.