LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდაზმულების ბინაზე ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება: თამარ გაბუნია

38
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ხანდაზმულების ბინაზე ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება.

მისივე განცხადებით, ვაქცინა ხანდაზმულთა თავშესაფრებსა და ხანდაზმულთა სახლებში აქტიურად მიმდინარეობს და ზოგიერთ დაწესებულებაში უკვე სრული მოცვა არის მიღწეული.

„დღეს გარკვეულწილად არის მეტი აქტივობა ახალგაზრდებსა და ესენციურ ჯგუფებში და არა ხანდაზმულებში. ხანდაზმულებში ჩვენ გვაქვს მეტად მიზანმიმართული აქტივობები ხანდაზმულთა თავშესაფრებსა და ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებში, აქ ვაქცინაცია აქტიურია და თითქმის სრული მოცვა არის მიღწეული ზოგიერთ დაწესებულებაში. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება, სამინისტროს დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაციის პროგრამა“, – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები