LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანაა დიდი სნობიზმისა..სნობები ყველა პერიოდში იყვნენ, მაგრამ ახლა ტექნოლოგიებთან ერთად ,,განავითარეს“ დამოკიდებულებები..სნობიზმი კომპლექსია და ჰგავს ,,მაკიაჟს” რომელიც ნაკლს მალავს“ – რას წერს გია ჯაჯანიძე

184
BeFunky-collage (3)

გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.

გია ხშირად გვიზიარებს პოსტებს, სადაც ადამიანურ ურთიერთობებზე საუბრობს.

ამჯერადაც, ტელეწამყვანი აქვეყნებს პოსტს, სადაც სნობიზმის თემას ეხება.

„ადამიანები რას არ მოიშველიებენ ხოლმე იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინონ. წარმომავლობა, გვარიშვილობა, ოჯახიშვილობა, განათლება, გემოვნება, კულტურა, მეგობრების წრე და ინტელექტუალური აზროვნება.

ხანა დიდი სნობიზმისა.

სნობები ყველა პერიოდში იყვნენ, მაგრამ ახლა ტექნოლოგიებთან ერთად ,,განავითარეს” დამოკიდებულებები.

სნობიზმი, კომპლექსია და ჰგავს ,,მაკიაჟს” რომელიც ნაკლს მალავს… და მთავარი, სნობმა არ იცის თავისი ჭეშმარიტი ,,სახე“ რა ტვინს ვიჭყლიტავ, აგერ ლექსიკონიც:

,,სნობი ან სნობიზმი — ტერმინი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აღწერისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ადამიანის ღირებულება კავშირშია მის სოციალურ სტატუსთან, უფრო კონკრეტულად, სნობს უწოდებენ ისეთ ადამიანს, რომელიც გრძნობს უპირატესობას სხვა ადამიანებზე სოციალური კლასით, განათლების დონით ან სხვა სოციალური სფეროებით. ტერმინი სნობი პირველად გამოყენებული იქნა ინგლისში 1820 წელს. სნობი ასევე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც დაჟინებით მოითხოვს (ზოგჯერ არარსებული) სიმდიდრის ჩვენებას ძვირადღირებული საქონლის, მაგალითად, ტანსაცმლის, სამკაულების, მანქანების და ა. შ. ჯილდოს ან ნიჭის უხეში ფორმით ჩვენება, ამაყობა, სნობობის ფორმაა”

,,არისტოკრატული გემოვნებისა და მანერის ბრმად მიმბაძველი;

ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს უმაღლესი დონის ინტელექტი და დახვეწილი გემოვნება. თავის თავზე ზღვარგადასული წარმოდგენის მქონე პირი”

,,ადამიანი, რომელსაც მაღალი საზოგადოების წევრობის პრეტენზია აქვს და ცდილობს ბრმად მიბაძოს ელიტის წარმომადგენლებს, სხვებზე საკუთარი უპირატესობის წარმოჩენის მიზნით”

არაუშავს, სნობებიც ადამიანები არიან.

ნეტა თუ ვინმე ამოიცნობს საკუთარ თავს. არა მგონია.

ყველა გაურბის ჭეშმარიტებას, საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებს, მოთხოვნილებებას და არ სურთ ჭეშმარიტება დაინახონ.

ჩემმა გმირებმა, თვალებში ჩახედეს ერთმანეთს და ერთ-ერთმა ამოიოხრა: რა კარგი ადამიანი იყვავი ავტობუსით და მეტროთი რომ დავდიოდით, ბევრი ფული არ გვქონდა და ძალიან კეთილები ვიყავითო.

ჩავიცვი კალოშები, მალინის ჩაი დავლიე და სამსახურში წავედი.

მიყვარხართ თქვენი სისუსტეებით, ვინც არ უნდა იყოთ, იმიტომ, რომ ადამიანები ხართ და ყველას თქვენი ტკივილი გაქვთ.“ – წერს გია ჯაჯანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები