LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხან ძილი, ხან ღვიძილია, ბედი გამოკვანძულია, საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია“ – ბესიკ ხარანაული

275
ARTAREA-ს ფოტოა: ბესიკ ხარანაული

ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რეკომენდაცია გაიცა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, პოეტი ბესიკ ხარანაული სოციალურ ქსელში ლექსით ეხმაურება და წერს:

„ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,

ხალხი გადაღალულია,
ხალხი გადაქანცულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,

ეშორება ავგულიანს,
ეშორება ავსულიანს,
– ჩასულია? იკითხავენ,
პასუხობენ,
– ჩასულია!

ეს დღე არის,
ეს ღამეა,
ხან ძილი,
ხან ღვიძილია,

ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია!“ – წერს ბესიკ ხარანაული სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

 

ფოტო: „ARTAREA“