მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის დედას დაპირდნენ, რომ მისი შვილი მოკვდება.
კოლუმბიელი ვარსკვლავის ოჯახს კარგი დრო არ უდგას.
ხამესის დედამ მარია დელ პილარ რუბიომ აცნობა, რომ უცნობი პირები მის შვილს და ოჯახს ემუქრებიან. ჯერ იყო და ფეხბურთელი ვიღაცამ ტვიტერში გამოლანძღა, შემდეგ ქალს იარაღით გამოტენილი ყუთის ფოტო გაუგზავნეს. თანმდევ წერილში კი ეწერა, რომ როდრიგესს მალე სიკვდილი შეხვდება.
მარიამ ტვიტერში ფოტო დადო მინაწერით: ”რა ემართება ხალხს? სამყარო ჭკუიდან გადავიდა”. ამჟამად მის პირად მონაცემებთან წვდომა შეზღუდულია უსაფრთხოების მიზნით.
ხამეს როდრიგესს მსოფლიოს შესარჩევში კოლუმბიელთა რიგებში პარაგვაის წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია.