LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხს ვკითხოთ“ – რა შემთხვევაში შევა ოპოზიცია პარლამენტში – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი პლებისციტის აუცილებლობაზე საუბრობს

127
Untitled-2

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია არ იმყოფებოდა.

პარტიების უმრავლესობამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების ანულირების შესახებ განცხადებით მიმართა.

პროცედურა დაახლოებით ერთ თვეს მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მანდატების გაუქმებას ითხოვს, დარჩენილ ვადაში არ გამორიცხავს ხელისუფლებასთან შეთანხმებას და პარლამენტში შესვლას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „ქართული ოცნება“ პლებისციტის ჩატარებას დათანხმდება.

საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა გადაცემაში „რეალური დრო-თეონა ცხომელიძესთან ერთად“ ისაუბრა.

„ხალხს ვკითხოთ და ხალხმა მიიღოს პლებისციტზე ეს გადაწყვეტილება-უნდათ თუ არა, რომ ქვეყანაში ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, ეს გამოსავალი იქნებოდა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. მაგრამ იმავდროულად არის კიდევ მთელი რიგი საკითხები, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თუ საარჩევნო რეფორმა…ვადა პოლიტიკური კონსენსუნსისთვის საკმარისია, ჩვენ შეგვაქვს პირადი განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ 17 დეკემბრისთვის, შემდგომ რეგლამენტით გათვალისწინებულია 8-15 დღე, რომ კომიტეტმა შეისწავლოს ეს განცხადებები და შემდგომ ერთკვირიანი ვადა რომ პარლამენტის სხდომაზე მოხვდეს საკითხი. პრაქტიკულად არის 3-4 კვირა შეთანხმებისთვის.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები