LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხს უკვირდა, ელიავაზე რომ მხედავდა… მაგრამ როცა შემოსავლის სხვა წყარო არ გაქვს და გიჭირს, რას იზამ?!.. ვერ ვი­აზ­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს მოხ­და“ – თედო ბექაურის ემოციები გამარჯვების შემდეგ

7294
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

14 იანვარს, მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული, თედო ბექაური გახდა.

ვიდეო: „ცეკვავენ ვარსკვლავები“ თედო ბექაურისა ანა ბირთველიშვილის წყვილმა მოიგო – გამარჯვებულის გულწრფელი ემოციები, რომელიც ძნელია, ცრემლების გარეშე ნახო

მან 10 წლის ასაკში გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით თავი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გააცნო. ამ პროექტის შედეგად კი, პრიზებთან ერთად, ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. როგორია თედო ბექაურის ემოციები გამარჯვების შემდეგ, ამაზე მსახიობი ambebi.ge-სთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის, რაც მის თავს ხდება, ნამდვილ ზღაპარს ჰგავს.

თედო ბექაური: „ყველას დიდი მადლობა!.. ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ!..“

ვიდეო: „მამიკოს მთავარი გულშემატკივარი“ – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული თედო ბექაური შვილთან ერთად| უსაყვარლესი კადრები კულისებიდან

„სა­ო­ცა­რი რამ მოხ­და… ჩვენს ამ ინ­ტერ­ვი­უმ­დე ფი­ნალს ვუ­ყუ­რებ­დი და კი­დევ ვერ ვი­აზ­რებ, რომ მე-12 სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მე ვარ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს თავს მოხ­და. აქამ­დე ასე­თი ემო­ცია არ მქონ­და, სი­ტყვე­ბით ვერ გა­მოვ­თქვამ – რა­ღაც არ­ნა­ხუ­ლი, უჩ­ვე­უ­ლო და სხვა­ნა­ი­რი გრძნო­ბაა..

– ეს სამი თვე რო­გო­რი იყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

– უძი­ლო, დაღ­ლი­ლი და კი­დუ­რებ-კუნ­თებ-ძვლებ ნატ­კე­ნი… მარ­თლა ყვე­ლა ძვა­ლი მტკი­ვა, მაგ­რამ ღირ­და… კი­დევ რომ ეკი­თხათ – იცეკ­ვე­ბო? კი­დევ ვი­ცეკ­ვებ­დი…

– ამ პრო­ექ­ტამ­დე რო­გორ ცხოვ­რობ­დი?

არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სამ­სა­ხუ­რი, სახ­ლი… ასე ვი­ყა­ვი… სა­ერ­თოდ, ჩემი სამ­სა­ხუ­რი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე იყო, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლია… როცა ადა­მი­ანს რა­ღაც გინ­და და ვერ აკე­თებ, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ გრძნობ. ამი­ტომ იმ გა­რე­მო­ში ცოტა მი­ჭირ­და. ხალ­ხსაც უკ­ვირ­და, იქ რომ მხე­დავ­და… მაგ­რამ როცა შე­მო­სავ­ლის სხვა წყა­რო არ გაქვს და გი­ჭირს, რას იზამ?!

– გა­მოჩ­ნდა ვი­ღაც ინ­კოგ­ნი­ტო ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შენს სწავ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს… ეს ნატ­ვრაც აგიხ­დე­ბა…

– კი, ასეა. მა­ნამ­დე თე­ატ­რა­ლურ კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც დიდი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია. ეს იმის­თვის მინ­დო­და, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა­ში დამ­ხმა­რე­ბო­და. მერე იქ გა­და­სა­ხადს ფი­ნან­სუ­რად ვე­ღარ გავ­წვდი… ახლა ცოტა ხანი აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად დრო მჭირ­დე­ბა, კა­ლა­პოტ­ში ჩავ­დგე­ბი და ყვე­ლა­ფერს მივ­ხე­დავ…

ყვე­ლას, ვინც გვერ­დით მედ­გა, ასე­ვე ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ვინც ერთი ზარი ან ერთი მე­სი­ჯი გა­მო­უშ­ვა. სი­ტყვი­ე­რად გვერ­დში და­მიდ­გა, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ულევ სი­ხა­რულს ვუ­სურ­ვებ!..“

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები