LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს ოლიმპიური თამაშები არ უნდა: ინსბრუკი ოლიმპიადის წინააღმდეგია

24

ავსტრიაში, ტიროლის მხარეში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ტიროლის ფედერალური მიწის მოსახლეობა 2026 წელს ინსბრუკში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინააღმდეგია.

ავსტრიის ხელისუფლებამ ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ ივნისში ინსბრუკის განაცხადი მოიწონა, თუმცა გადაწყდა, რომ ამ საკითხზე შემდგარიყო რეფერენდუმი. კენჭისყრა ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, 279 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა 53,35 პროცენტმა ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ მისცა ხმა.

ინსბრუკში ზამთრის ოლიმპიადა ორჯერ 1964 და 1976 წლებში გამართულა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ქალაქის შესარჩევი განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლოს დაიწყო. სიონი (შვეიცარია), კალგარი (კანადა), ალმათი (ყაზახეთი), საპორო (იაპონია) და ერზრუმი (თურქეთი) – ეს იმ ქალაქთა ჩამონათვალია, რომლებიც სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან.

აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლარი პრობსის განცხადების თანახმად, შესაძლოა, აშშ-მაც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა 2026 ან 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე.

სოკ-ი კანდიდატი ქალაქების განაცხადების მიღებას 2018 წლის 31 მარტს დაასრულებს.

რომელი გახდება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი, 2019 წლის ივლისში სოკ-ის სესიაზე გაირკვევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები