LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხს ჯერ არმისული კაცი უკვე აღარ უნდა – ამბები მოკლედ

85
thumbnail

ბასტიან შვაინშტაიგერმა კარიერა დაასრულა.

„ლიონმა“ სილვინიო გააგდო და შესაძლოა არსენ ვენგერი დანიშნოს, თუმცა ამბობენ, რომ ფავორიტი ლორან ბლანია.

„იუვენტუსი“ მზადაა „მანჩესტერს“ მანჯუკიჩი და ჯანი მისცეს პოგბას სანაცვლოდ,

Daily Mail: მოურინიო მზადაა „ტოტენჰემი“ ჩაიბაროს.

ლიონელ მესი: „მეგონა, რომ ნეიმარი ზაფხულში „რეალში“ გადავიდოდა.

მიულერს უნდა იანვარში „ბაიერნი“ დატოვოს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს მშობლიურ მალმიოში ძეგლი დაუდგეს.

„მილანმა“ ჯამპაოლო გაუშვა, რომელმაც ანტირეკორდი დაამყარა. მან „როსონერიში“ მხოლოდ 111 დღე იმუშავა.
ახალი მწვრთნელი სტეფანო პიოლი გახდება. 53 წლის სპეციალისტს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გაუფორმებენ. უკმაყოფილო გულშემატკივრებმა კი ჰეშტეგი #PioliOut ჩაუშვეს, არადა კაცი ჯერ არც მისულა.

„ბარსელონამ“ 124 მილიონი ევრო უნდა იშოვოს ტრანსფერებზე, კოუტინიო და რაკიტიჩი შეიძლება გაყიდონ.

იტალიის ხელისუფლება 2020 წელს სტადიონებზე რასიზმის ბრძოლის სტრუქტურას შეიმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები