LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხო, არჩევნებზე მოსვლის ვერც ერთი მიზეზი რომ ვერ დაინახოთ, იცოდეთ, თუ მოხვალთ, “ტესლას” ან “პორშეს” მაინც მოიგებთ: ხვიჩია

63
იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია იმავე ტაქტიკით თამაშობს, რა ტაქტიკაც წინა არჩევნებზე ჰქონდა – კვლავ არ აქვს კონკრეტული გეგმა, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა.

მისივე განცხადებით, “გირჩი” ცდილობს, სათქმელი შევაკოწიწოს და ადამიანებისთვის გასაგები იყოს მათი ნათქვამი არჩევნებზე მოსასვლელად.

როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, “ტესლასაც” ამიტომ ათამაშებენ – ამით ადამიანებს ეუბნებიან, რომ არჩევნებზე რომც არაფერი მოხდეს, “ტესლას” ან “პორშეს” მოგების შანსი მაინც ექნებათ:

“ოპოზიცია იმავე ტაქტიკით თამაშობს, რა ტაქტიკაც წინა არჩევნებზე ჰქონდა – კვლავ არ აქვს კონკრეტული გეგმა, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა. ასეთი ტაქტიკით მოთამაშე ოპოზიციის პირობებში რთულია, ამომრჩეველს აუხსნა, რატომ უნდა მოვიდეს არჩევნებზე და რა შეიცვლება მისთვის.

მთელი ოპოზიციური პარტიები იმას ამბობენ, რა შეიცვლება მათთვის, მაგრამ პრობლემაა იმის თქმა, ადამიანებისთვის რა შეიცვლება. ვცდილობთ, ჩვენი სათქმელი შევაკოწიწოთ და ადამიანებისთვის გასაგები იყოს ჩვენი ნათქვამი არჩევნებზე მოსასვლელად.

“ტესლასაც” ამიტომ ვათამაშებთ, ადამიანებს ვეუბნებით, ხალხო, ამ არჩევნებზე არაფერი რომ არ მოხდეს, “ტესლას” ან “პორშეს” მოგების შანსი მაინც გექნებათ. ასევე ვეუბნებით: გინდათ, ასეთი პრორუსული კურსით მოიგოს ხელისუფლებამ? ხელისუფლებამ არჩევნები ანტიდასავლური გზავნილებით არ უნდა მოიგოს. ჩვენ ამომრჩეველს ძალიან გასაგებად ვეუბნებით – ხალხო, არჩევნებზე მოსვლის ვერც ერთი მიზეზი რომ ვერ დაინახოთ, იცოდეთ, თუ მოხვალთ, “ტესლას” ან “პორშეს” მაინც მოიგებთ.” – აცხადებს ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები