LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხი არის ყველაზე დიდი ძალა.. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ევროინტეგრაციას მხარი დავუჭირო“ – ლელა წურწუმია კამპანიას „ჩვემი ხმა ევროპას“ შეუერთდა

734
Untitled design

ორბელიანების სასახლეში მიმდინარე ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას!“ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ვიდეო: პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა – რა სიმღერა შეასრულეს ლელა წურწუმიამ, ქრისტინე იმედაძემ და ნინი ბადურაშვილმა

ხელმომწერებს შორის არის მომღერალი ლელა წურწუმიაც, რომელმაც პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„ხალხი არის ყველაზე დიდი ძალა. როდესაც ხალხს ამის დიდი სურვილი აქვს და, შეიძლება ითქვას, ბევრია ადამიანი, ვისაც ევროინტეგრაცია უნდა, შესაბამისად მეც, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე, ვუერთდები და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ევროინტეგრაციას და სტატუსს მხარი დავუჭირო.

მთავარი არის ის, რომ ვინც ამას გადაწყვეტს, [სტატუსის მინიჭება] დაინახოს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენს მთავრობაზე, საზოგადოებაზეც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

დაველოდოთ, ადამიანი სიცოცხლით ცოცხლობს და ამის მოლოდინები ნამდვილად არის. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ყველა იმ ადამიანს, ვისი სურვილიც არის, სტატუსი აუცილებლად მიიღოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები