LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხაფანგი მშობლებისთვის“ – საკულტო ფილმის გამოსვლიდან 22 წლის იუბილეზე მსახიობები შეიკრიბნენ

2062
parenttrap

ფილმი „ხაფანგი მშობლებისთვის“ 90-იანი წლების ერთ-ერთი საყვარელი კომედიური ჟანრის ფილმია. ის ტყუპი გოგონების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც განქორწინებული მშობლების შერიგებას ცდილობენ. ფილმში  მთავარ როლს ლინდსი ლოჰანი ასრულებს, მან ტყუპი გოგონების როლი შესანიშნავად შეასრულა.

ფილმის გამოსვლიდან უკვე 22 წელი გავიდა, მსახიობებმა „ზუმის“ საშუალებით შეკრება და ფილმის გადაღებების პროცესის გახსენება გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რეჟისორ ნენსი მაიერსის მიერ გადაღებულ ფილმში მთავარ როლებს ლინდსი ლოჰანი, დენი კუეიდი, ლიზა ენ უოლტერი და საიმონ კუნცი ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ შოუდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციაში, World Central Kitchen გადაირიცხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები