LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე სააკაშვილზე: ამ დილით 73 კილო იყო

172
11

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წონა 73 კილოგრამია.

შალვა ხაჭაპურიძემ ამის შესახებ დღეს, საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ ექთნის დაკითხვას მოითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის თმის და ფრჩხილის ნიმუშის აღებას ესწრებოდა.

„გარკვეული საკითხები გავიარეთ, კითხვებზე იყო საუბარი, მისი წონა მაინტერესებდა, რადგან ექსპერტს გასტროენტეროლოგს აინტერესებდა – 73 კილო იყო ამ დილით.

გარკვეული მოწმის დაკითხვას მოვითხოვთ დღეს, „ვივამედის“ ერთ-ერთი ექთნის. ის ესწრებოდა იმ დალუქვის პროცესს, როდესაც ბატონმა ლახანმა თმის და ფრჩხილების ნიმუშები აიღო. ამ ეტაპზე გვექნება შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღე ჩატარდეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები