LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი უმრავლესობას: ამ ქალაქში ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი? რა მორალური და პოლიტიკური კატეგორიებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ეს კაცი კიდევ თანამდებობაზე იყოს?

54
ლევან ხაბეიშვილი

„როგორ შეიძლება, რამდენიმე საათით ადრე მერი რომ იტყვის, მობრძანდითო და ბავშვი დაიღუპება, რა მორალური და პოლიტიკური კატეგორიებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ეს კაცი კიდევ თანამდებობაზე იყოს?“– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა 13 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციამ ეჭვი გამოთქვა, რომ პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ აჭიანურებს, რათა შემდეგ 13 წლის ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებლობა არა რეალურად დამნაშავეებს, არამედ მუშას, ან კერძო პირს დააკისრონ.

ზარქუა ოპოზიციას: კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ პოლიტიკურად დაგამთავრათ

„ამ ქალაქში ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი? ა, დაველოდოთ, კიდევ უფრო მეტ ფულს როდის იშოვის კალაძე ტენდერებიდან, მერე უხარისხოდ როდის გააკეთებს, მერე საიდან რა ჩამოვარდება და თავში დაეცემა და როდის კიდევ ახალი ტრაგედია მოხდება? სად არის პასუხისმგებლობა? არის რამეზე პასუხისმგებელი? და თქვენ გინდათ, რომ ამაზე გავჩუმდეთ და ხმა არ ამოვიღოთ?

ოთხი დღის თავზე ეძებთ მუშას. გინდათ, რომ მუშა იყოს დამნაშავე და არა თანამდებობის პირი. რამდენი [თანამდებობის პირი] იყო ვაკის პარკში შადრევანის გახსნაზე? დედაქალაქის მერიის ყველა სამსახური, საკრებულოს წარმომადგენლები იქ იყვნენ. ვიდეოსა და ფოტოებში ჩანდა, რომ უამრავი ადამიანი, 100-150 კაცი იქნებოდა გახსნაზე. მას შემდეგ ყველა დაიმალა. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა. თუ რამე გაფუჭდა, მუშის ან ხელოსნის ბრალია და თუ გაკეთდა, აუცილებლად კალაძემ გააკეთა. ჩვენ აღმშენებლები ვართ, რა მაგრად ვიმუშავეთო, მაგრამ როგორც კი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაშინვე გაქრება – არა, კახი რა შუაშია, ახლა კახიმ ხომ არ დაამონტაჟა?! და 220 ვოლტს რა უნდოდა შადრევანში?! ან ის, გამომრთველი რატომ არ იყო?! მერიამ როგორ ჩაიბარა?! როგორც კი მერიის სამსახურმა ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს და მერმა მოგვიწოდა, რომ მოდით აქ და დაისვენეთო, სიყვარულის ადგილი გახდებაო ვაკის პარკიო და რამდენიმე საათში ბავშვი დაიღუპა, ამაზე ახლა ხმა არ ამოიღოთ ოპოზიციამო. რას ჰქვია, ამ ტრაგედიაზე თქვენ როგორ იღებთ ხმას?!“– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რამდენიმე წლის წინ, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტი გაიხსენა და იკითხა მომხდარზე რომელი მაღალი თანამდებობის პირი დაისაჯა.

ბოტკოველი საპარლამენტო უმრავლესობას: გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ტრაგედიაზე – გახსოვთ ბარბარე რაფალიანცის საქმე? როგორ ეუბნებოდნენ ხალხს – „ესენი ბავშვების მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ ხუთიანი“

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, ტრაგედია მოხდა. ვაკის პარკში მდებარე შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღეს, პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები