LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ მძევლად ჰყავთ აყვანილი 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია

133
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მძევლად აყვანას ნიშნავს.

ამის შესახებ ხაბეიშვილმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ინვესტიციების მოზიდვის და რეფორმების მხრივ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რეფორმატორია:

“მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელსაც შეუძლია 200 000-მდე სამუშაო ადგილი შექმნას საქართველოში, ჰყავთ მძევლად აყვანილი.

ქვეყანაში ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები არიან ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა ამ მიმართულებით და გამოცდილება არ აქვთ. კარგად უნდა გავიაზროთ ის, რომ სააკაშვილი ინვესტიციების მოზიდვის და რეფორმების მიმართულებით აღიარებულია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რეფორმატორია.

ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანის ტვინს, გამოცდილებას, კონტაქტებს და შესაძლებლობებს ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვხედავთ, რომ ქართველების ხელით რუსეთს ჰყავს გამოკეტილი ტყვეობაში.

დღეს ბევრს ვისაუბრებთ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე. ასევე მინდა სააკაშვილს ვესაუბრო იმ სქემაზე, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს აწყობილი. ჩვენ 2016 წლამდე აზერბაიჯანიდან პირდაპირ ვყიდულობდით ელექტროენერგიას, 2016 წლის შემდეგ გაჩნდა შუამავალი უჩა მამაცაშვილის კომპანია, რომელიც დამატებით გადასახადს იღებს არაფერში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები