LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ მთავარი გამარჯვების ცენტრი გაკეთდება

122
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, პარტია ესაუბრება„სტრატეგია აღმაშენებელს“, რათა სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად, გამარჯვების პლატფორმა შექმნან.

„სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია“ – ენმ-ში ადასტურებენ, რომ გიორგი ვაშაძის პარტიასთან საარჩევნო ერთობას არ გამორიცხავენ

„მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას.

„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ - სერგო ჩიხლაძე

„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ - სერგო ჩიხლაძე

ჩემი მთავარი დაპირება, მათ შორის ჩვენი ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად, ყველა ჯერზე, ინფრასტრუქტურულად, ლოჯისტიკურად გაძლიერდებოდა. ამას უახლოეს დღეებში საზოგადოება ნახავს.

ცხადია, ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ.

მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწყებთ ხალხთან შეხვედრებზე ერთობლივად გასვლას – მოვიდნენ კვერცხებითა და ქვებით, არ გვაქვს პრობლემა!

ჩვენ საქმეს განახებთ უახლეს დღეებში. გამიხარდებოდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები და ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა და ჩვენ ღია ვართ, ან თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი.

მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის წინააღმდეგ“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„მერაბიშვილს ალბათ სჯერა, რასაც ისმენს ტელევიზორში, ხაბეიშვილი ან მე რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე“ – ირაკლი ფავლენიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები