LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KFC-მ მცენარეული ქათმის ნაგეტსების გაყიდვა დაიწყო: ახალი პროდუქტი მენიუში მცირე დროით გამოჩნდება

129
106996537-1641320431375-Floating-Beyond-Bucket

KFC-მ აშშ-ში მცენარეული ქათმის ნაგეტსების გაყიდვა დაიწყო. Cnbc-ის ინფორმაციით, სწრაფი კვების ამერიკულ ქსელში ახალი პროდუქტი მცირე დროით გამოჩნდება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ცალკე, ასევე მცენარეულ მენიუსთან ერთად. აღნიშნავია, რომ მცენარეული ქათამი ლიმიტირებული დროით გაიყიდება – მანამ, სანამ მარაგები არ ამოიწურება.

ცნობისთვის, Beyond Fried Chicken-ის სახელით ცნობილი მცენარეული ქათამი ექსკლუზიურად KFC-სთვის შეიქმნა და პირველად 2019 წელს, ატლანტაში მდებარე რესტორანში გამოჩნდა. რესტორანთან მალევე მომხმარებლების რიგი გაჩნდა და მარაგები 5 საათში ამოიწურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები