Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კევინ კოსტნერმა გაამხილა, რომ პრინცესა დაიანას „პირად მცველში“ უნდა ეთამაშა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კევინ კოსტნერმა გაამხილა, რომ პრინცესა დაიანას „პირად მცველში“ უნდა ეთამაშა

1644
kevin-daiananews19

კევინ კოსტნერი PeopleTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მსახიობის თქმით, წლების წინ ლეგენდარული ფილმის „პირადი მცველის“ გაგრძელებაში პრინცესა დაიანას უნდა ეთამაშა.

სცენარის მიხედვით, კოსტნერი პრინცესა დაიანას მცველად იწყებდა მუშაობას და მას ის აგრესორებისგან უნდა დაეცვა. „გულების დედოფალი“, ასეთი იყო ფილმის პირობითი სახელწოდება, რომელიც დაიანას ძალიან მოეწონა. კონტრაქტის გაფორმების პროცესში შუამავალი სარა ფერგუსონი იყო, რომელმაც კოსტნერისა და დაიანს შეხვედრაც მოაწყო. კოსტნერი იხსენებს, რომ დაიანას თბილი ადამიანი იყო და მხოლოდ იმით დაინტერესდა, იქნებოდა თუ არა ფილმში კოცნის სცენა. დრამატული კი ისაა, რომ ფილმის სცენარი დაიანას  გარდაცვალების წინა დღეს, 1997 წელის აგვისტოში გაუგზავნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები