LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილი ინიციატივა: “ყოველდღიურად მედიკოსებს მოვემსახურები ჩემი მანქანით…”

303
4567

გიორგი გიორგაძე სოცქსელში საკუთარი მანქანით მომსახურებას კარანტინის დროს დღის კონკრეტულ მონაკვეთში მედიკოსებს გაუწევს.

გთავაზობთ მის პოსტს:

“კარანტინის გამოცხადების შემდეგ საზ.ტრანსპორტი გაუქმდა და დარჩა მხოლოდ ტაქსები.

მესმის რომ სამედიცინო პერსონალს კაპიკებს უხდიან და მათ არ აქვთ ყოველდღიურად ტაქსით სიარულის ფული.

შესაბამისად, ყოველ დღე, დილის 9-დან 12-მდე შემიძლია მოგემსახუროთ ჩემი მანქანით, თბილისის მასშტაბით.
რა თქმა უნდა სრულიად უსასყიდლოდ.

ჩემი აზრით, ყველაზე გადამწყვეტი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკოსების სამსახურებში სიარული, განსაკუთრებით ამ პერიოდში.

უკან 2 ადგილის გამოყენება შეგვიძლია და დროებს თუ გადავანაწილებთ, რამდენიმე მარშუტის დაგეგმვასაც შევძლებთ.

შემეხმიანეთ. აქ ვარ.

ყველას, ვისაც მანქანა გყავთ და გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ შემომიერთდეთ ამ ამბავში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები