LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილი ინებოს “თბილისის მიკროავტობუსმა” და არსებული რეგულაციები აღასრულოს – კახა კალაძე

95

“ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ მგავზრებისთვის კომფორტის შექმნა მნიშნელოვანია და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას ნაკისრი ვალდებულებები შესრულებისკენ მოუწოდა.

„ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან უამრავი ადამიანი მგზავრობს ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსით, მას ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში.

შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა, ვეღარ იქნება და აღარ იქნება. ეს დასრულდება.

კეთილი ინებოს კომპანიამაც და მისმა ხელმძღვანელობამაც და ის რეგულაციები, რაც არის, აღასრულოს. მე რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მექნება შეხვედრები და კონკრეტულ ხედვებს გავაჟღერებ“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები