ვარსკვლავური წყვილი, 35 წლის კეტი პერი და 43 წლის ორლანდო ბლუმი, სულ ცოტა ხანში ქალიშვილის მშობლები გახდებიან. წყვილი თავისუფლების ბოლო პერიოდით ტკბება.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ კეტისა და ორლანდოს ქალიშვილის ნათლია ჯენიფერ ენისტონი იქნება. ტაბლოიდების ცნობით, პერის ეს ძალიან უნდოდა და ენისტონიც მას დიდი სიხარულით დათანხმდა.
„კეტი და ჯენიფერი ძალიან ახლო მეგობრები არიან, კარანტინის დროს ისინი დროს ერთად ხშირად ატარებდენენ და ხალხისგან მოშორებულ ადგილებში სეირნობდენ“, – აცხადებს ინსაიდერი.
წყვილთან დაახლოებული პირის ცნობით, როდესაც კეტიმ და ორლანდომ ჯენიფერს შვილის ნათლიობა შესთავაზეს, თანხმობის შემდეგ სამივე სიხარულის ცრემლებით ტიროდა.