LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კეტი ჰოლმსი ნიუ-იორკის ქუჩებში ვარდისფერ წინდებსა და ჩუსტებში სეირნობს

172
151463580-249476200083212-5874849780960907416-n

ვარსკვლავების ჩაცმის სტილში საინტერესო ტენდენციები შეინიშნება. როგორც ჩანს, პანდემიამ მოდის ინდუსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინა. რამდენიმე დღის წინ, 34 წლის მოდელი, ირინა შეიკი ნიუ-იორკის ქუჩებში ყვითელი პალტოთი გამოჩნდა, რომელიც ხალათს საოცრად ჰგავდა. ახლახანს კი 42 წლის მსახიობი, კეტი ჰოლმსი ვარდისფერ წინდებსა და ჩუსტებში სეირნობისას გადაიღეს.

ფოტო: ირინა შეიკი ნიუ-იორკის ქუჩებში ყვითელი ხალათით გამოჩნდა

ჰოლმსს შავი პალტო ეცვა, რომლესაც ვარდისფერი წინდა და 600 დოლარის ღირებულების ტყავის ჩუსტები შეუხამა. აღნიშნულმა „ლუქმა“ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ინტერნეტში კეტის ჩაცმულობას აქტიურად განიხილავენ.

 „კეტი ჰოლმსი პურის საყიდლად გავიდა“,„ყველაზე გემოვნებიანი მსახიობი“, „დაუჯერებელია“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, ტომ კრუზთან განქორწინებისა და ჯეიმი ფოქსთან რომანის შემდეგ, ჰოლმსის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. ახლა ის 33 წლის შეფ-მზარეულს, ემილიო ვიტოლოს ხვდება. წყვილის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები