მოჭადრაკე კესარია მგელაძე 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, კესარია მგელაძემ რუმინეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარე ჩემპიონატზე 9-იდან 7,5 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად მოიპოვა.
?კესარია მგელაძე – ევროპის ჩემპიონი 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!???
?რუმინეთის ქალაქ მამაიაში დასრულდა ევროპის…
Posted by საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation on ხუთშაბათი, 14 სექტემბერი, 2023
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კესარია 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. მანამდე კი მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.