ბოლო პერიოდის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ინგლისის ლიგის თასის ფინალი გამოდგა. „ჩელსის“ ბასკმა მეკარემ დამატებითი დროის მიწურულს მოედნიდან გასვლა არ ინება, მწვრთნელს აუხირდა, იბუზღუნა და პენალტების სერიაში კარში დარჩა.
კეპამ ერთი პენალტი კი მოიგერია, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა „მანჩესტერ სიტისთან“.
აი „ქალაქელების“ კატალონიელი მწვრთნელის პეპ გვარდიოლასთვის კი ეს ტიტული 25-ე გამოდგა და კარიკატურაც იმაზე მიგვითითებს, ამდენი ტროფეი სად უნდა დაატიოს კაცმაო.