კენიაში ხუთვარსკვლავიანი „ბუდე“ გაიხსნა. პორტალ „VIVA“-ს ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Nay Palad კუნძულ სეგერაზე ააგეს და ის გარეგნულად ჩიტის ბუდის ანალოგიურად გამოიყურება.
„ბუდე“ მთლიანად გადამუშავებული ხითაა აშენებული, შიგნით კი კომფორტისთვის საჭირო ყველა დეტალია გათვალისწინებული. სასტუმროს ერთადერთ ოთახს თავისი აბაზანაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში სტუმრებს სახურავზე, სუფთა ჰაერზე დაძინებაც შეეძლებათ. „ბუდეში“ ერთი ღამის გათენება 1150 დოლარი ღირს და ამ ღირებულებაში საკვები და შამპანურიც შედის.