ცნობილი რეპერი კენდრიკ ლამარი არა მარტო საკუთარ შემოქმედებაში ამახვილებს ყურადღებას სოციალურ უთანასწორობაზე, არამედ Reebok-თან კოლაბორაციით შექმნილ მოდელებშიც. მისი ახალი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჩოგბურთის ფეხსაცმლის Club C-ის მოდელის ბაზაზე შეიქმნა, შავ-თეთრ ფერებშია შესრულებული. ლამარის განცხადებით, ფერების შერევა სხვადსხვა რასის წარმომადგენელთა ერთობის სიმბოლოა, მოდელის შიდა ნაწილზე მოთავსებული ლოგოები კი, ერთგვარი მინიშნებაა, რომ მთავარი არა გარეგნული იერი, არამედ შინაარსია.