კენდალ ჯენერმა საშა სამსონოვას შავ-თეთრ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 22 წლის ლამაზმანი ფოტოსესიისთვის მთლიანად გაშიშვლდა და უნაკლო სხეულს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ერთ მათგანზე ჯენერი მაგიდაზეა ჩამომჯდარი, მეორეზე კი – მრავალსაფეხურიანი კიბის შუაგულში ზის. ორივე ფოტოზე ის მკერდს ხელებით იფარავს.
მომენტალური რეაგირება ჰქონდათ ფოტოებზე მის თაყვანისმცემლებს. ერთმა ნაწილმა კენდალის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა, მეორე ნაწილმა კი აქცენტი მისი ფეხის თითებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ის საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.