LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენ ბლოკმა რალი-კროსისთვის Ford Focus სამ განზომილებაში შეღება

18

კენ ბლოკმა სარბოლო Ford Focus RS-ის ახალი შეფერილობა გამოაჩინა. ამ ავტომობილით ის რალი კროსის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა. მისმა პარტნიორმა ანდრეას ბაკერუდმა ასევე ახალი ავტომობილი მიიღო, რომელიც იმავე ფერებშია შეღებილი. პირველი რბოლა ამ ავტომობილებით 31 მარტს ბარსელონას ეტაპზე შედგება.

ავტომობილების შეღებვაზე სტუდია Death Spray Custom-მა იზრუნა, ნახატები 3D ეფექტით არის შესრულებული.

პილოტები რალი-კროსზე 600 ცხენის ძალიანი Ford Focus RS-ებით გამოდიან, რომლებზეც ბრიტანულმა ფირმა M-Sport-მა იზრუნა. ავტომობილებს ასი კილომეტრის განვითარება ორ წამში შეუძლიათ და მათ Hoonigan Racing Division-ის გუნდი ემსახურება, რომელიც თავად ბლოკის საკუთრებაა. ბლოკი კი Ford-ის ქარხნული მხარდაჭერით გამოდის.

ბარსელონა 2017 წლის პირველი ეტაპია, სულ 12 რბოლაა დაგეგმილი, მათგან სულ ბოლო ათ ნოემბერს სამხრეთ ამერიკაში Killarney International Raceway-ის ავტოდრომზე შედგება.

https://www.instagram.com/p/BSKnwBRBOPD/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები