LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კენ ბლოკი საბურავებს ისევ წვავს (ვიდეო)

92

კენ ბლოკმა Climbkhana-ს სერიის პირველი ვიდეო გამოაქვეყნა. სახელწოდება Hill Climb-სა და Gymkhana– შერწყმისგან მომდინარეობს. რგოლში თავისი 1400 ცხენის ძალიანი Hoonicorn-ით კენი პაიკს პიკის მთაზე ძალიან სწრაფად ადის.

“ჰონიკორნი” Ford Mustang-ის სტილის კუპეა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. ავტომობილი ბიტურბო 6,7 ლიტრიანი ძრავით, მეთანოლის სისტემითა და სრული ამძრავით არის აღჭურვილი. ბლოკის განცხადებით, “ასეთი ავტომობილი ყველაზე საშიში და სახიფათო ხუმრობაა, რითიც კი ოდესმე უვლია”.

აგვისტოში კენ ბლოკმა კიდევ ერთი სერია Terrakhana გამოუშვა, მასში მრბოლელი ჯიმხანასა და უდაბნოში რბოლას აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები