კემბრიჯის უნივერსიტეტი გახდა პირველი უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 2021 წლის ზაფხულამდე ლექციები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩაატაროს.
როგორც სასწავლებელში აცხადებენ, „სოციალური დისტანციის დაცვა მომავალშიც სავალდებულო იქნება”, ამიტომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ მომავალი აკადემიური წელი ჩვეულ რეჟიმში არ ჩაატაროს.
ლექტორები უკვე გააფრთხილეს, რომ ლექციები ვირტუალურად, ზოგჯერ კი პირდაპირი ტრანსლაციის სახითაც ჩატარდება. ამასთან, ინსტიტუტი გეგმავს, რომ სემინარები, სამუშაო შეხვედრები და მცირე ჯგუფების ლექციები სოციალური დისტანციის დაცვით დაუშვას.
კემბრიჯის სპიკერმა LBC News-ს განუცხადა: „კემბრიჯი მუდმივად ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც პანდემიის გამო გაიცემა. სავარაუდოდ, სოციალური დისტანციის დაცვა მომავალშიც სავალდებულო იქნება, ამიტომ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ლექციები აუდიტორიების ნაცვლად ონლაინ რეჟიმში ჩაატაროს. ბუნებრივია, თუკი საჭირო გახდება ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ რეკომენდაციებთან ერთად შეიცვლება.“
კემბრიჯი გახდა პირველი სასწავლებელი, რომელმაც ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი მანჩესტერის უნივერსიტეტმა შემოდგომის სემესტრის ონლაინ რეჟიმში ჩატარება დააანონსა.
კამპუსების უმრავლესობა აპრილის შემდეგ დაკეტილია და სტუდენტები გამოცდებს ონლაინ რეჟიმში აბარებენ. ამასობაში სასწავლებლებს ფინანსური პრობლემები დაეწყოთ და თუკი მომავალ წელი ონლაინ რეჟიმში ჩაივლის, მაშინ სტუდენტებს სახლიდან სწავლისთვის გაზრდილი გადასახადის ხდა მოუწევთ.
g