LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი კლარკსონმა UglyDolls-ის საუნდტრეკი გამოუშვა (ვიდეო)

132
kelly-clarkson-uglydolls

კელი კლარკსონის ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. Broken & Beautiful – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ანიმაციის UglyDolls საუნდტრეკია.

მულტფილმში, რომელიც ეკრანებზე 3 მაისიდან გამოჩნდება, ამერიკელი შემსრულებელი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, მოქსის ახმოვანებს.

აღსანიშნავია, რომ კელი ასბერის მომავალ როექტში ისეთი ვარსკვლავების ხმებსაც გავიგებთ, როგორებიც: ნიკ ჯონასი, ჟანელ მონე, ბლეიკ შელტონი, პიტბული, ემა რობერტსი, ბიბი რექსა, ჩარლი XCX და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ კელი კლარკსონი პირველად გამხმოვანებლის ამპლუაში 2017 წელს, ასევე ანიმაციურ ფილმში, ,,ვარსკვლავი” მოგვევლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები