მიუხედავად იმისა, რომ შობამდე 2 თვე რჩება, კელი კლარკსონი დღესასწაულისთვის მთელი მონდომებით ემზადება და შესაბამისი თემატიკის სიმღერაზე მუშაობს. ახალ სიმღერას „Christmas Eve“ ჰქვია და ის კელის მიერ გამოშვებულ საბავშვო წიგნში „ რივერ როუზი და ჯადოსნური შობა“ შევა.
აღსანიშნავია, რომ ეს კლარკსონის ავტორობით გამოსული რიგით მეორე წიგნია. მისი დაწერა მომღერალს საკუთარმა ქალიშვილმა, რივერ როუზმა შთააგონა.