ინტერნეტში უცნობი გზით მოხვდა კელი კლარკსონის ახალი სიმღერა „It’s Quiet Uptow“. სიახლე მიუზიკლ „ჰამილტონისთვის“ გამოშვებულ საუნდტრეკების კრებულში შევა, რომლის გაყიდვებიც 2 დეკემბერს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ კლარკსონის უკანასკნელი სტუდიური ალბომი „Piece by Piece“ გასული წლის თებერვალში გამოვიდა და Billboard 200-ის სათავეში განთავსდა. დისკი ჰიტებს „Heartbeat Song“ და „Piece by Piece“ შეიცავდა.