LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ძირს უთხრის, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს

61
კელი დეგნანი

„მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წლის განმავლობაში, ვინაიდან ის არის ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი საკითხი“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ყველაფერი, რაც მედიის თავისუფლებას ასუსტებს ან ძირს უთხრის, ცხადია დემოკრატიის საძირკველს ასუსტებს.

„მედიის თავისუფლება არის ის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით, ისევე როგორც აშშ-ის კონსტიტუციით. ყველაფერი, რაც მას ასუსტებს ან ძირს უთხრის, ცხადია, ასუსტებს დემოკრატიის საძირკველს, ამიტომ მივიჩნევთ მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის ასეთ მნიშვნელოვან და მთავარ საკითხად.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ.

ანგარიშს ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები დაემატა, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას შეეხება.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ ~

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები