LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას – ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ბეჯითად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის

109
BeFunky-collage

“შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით,” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც კარლ ჰარცელის მისამართით გააჟღერეს.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, აღნიშნული განცხადებები უპატივცემულობის გამოხატვაა.

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, – განაცხადა დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები