LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: აშშ მუდამ ეძებს გზებს, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, რათა გაიზარდოს ქვეყნის შესაძლებლობები და NATO-სთან თავსებადობა

61
კელი დეგნანი

„აშშ მუდამ ეძებს გზებს, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ მჭიდროდ მუშაობს საქართველოსთან, რომ ქვეყნის შესაძლებლობები NATO-სკენ მიმავალ გზაზე გაიზარდოს.

„აშშ არის საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი NATO-ში. ჩვენ ვმუშაობთ მჭიდროდ თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან, რათა საქართველოს შესაძლებლობები და NATO-სთან თავსებადობა გაიზარდოს. აშშ ამას საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. ცხადია, რომ გასაკეთებელი მეტია.

საქართველო თავადაც ასახავს ამას წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელსაც მთავრობა ყოველწლიურად ამზადებს NATO-სთან კონსულტაციების შედეგად. ასე რომ, მეტია გასაკეთებელი. აშშ მუდამ ეძებს გზებს, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა NATO-სთან.

წვრთნები, რომელსაც საქართველო NATO-სთან, აშშ-თან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ატარებს, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ წვრთნების ჩატარებით ყველა ვხედავთ, სად შეიძლება მეტის გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობა, ერთად ვუპასუხოთ და დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და გავზარდოთ საქართველოს თავდაცვითი ძალების შესაძლებლობები საქართველოს საზღვრების დასაცავად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის შესაძლებლობა, საქართველოს ლიდერები ესაუბრებოდნენ NATO-ს მოკავშირეებსა და ხელმძღვანელობას, ეძებდნენ გზებს, როგორ შეგვიძლია, ჩვენ, ყველას დავეხმაროთ საქართველოს წინ წაიწიოს NATO-ს წევრობის გზაზე.

ეს საჭიროებს საქართველოს მთავრობის მუშაობას, ეს საჭიროებს აშშ-ის და NATO-ს სხვა მოკავშირეების განგრძობად მხარდაჭერას. ყველა მათგანს სურს, იხილოს საქართველოს წინსვლა NATO-სკენ მიმავალ გზაზე, იმ უსაფრთხო მომავლისკენ, რომელიც საქართველოს სურს და იმსახურებს.“ – განაცხადა დეგნანმა.