თბილისში, კეკელიძის #1-ში, სადაც ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, რომელთა შორის არიან ირაკლი კაკაბაძე და გიორგი ღვინჯილია. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ანა დოლიძის პარტიის წევრიც.
„ფორტუნა“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
პრეზიდენტი: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“
ცნობისათვის, კეკელიძის #1-ში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დღეს დაიწყო. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები.
როგორც „ფორტუნას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც ეს 2018 წელს, სასამართლოს მიერ გაცემულ აღსრულების ფურცელშია ასახული და აღსრულების პოლიციამ კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება დაიწყო.