LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეკელიძეზე ბინიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა ბინა დაიბრუნა

424
IMG_6480

მარინა ხატიაშვილმა, რომელიც იანვარში კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გამოასახლეს, ბინა გამოისყიდა.

შეთანხმება ხატიაშვილსა და კერძო იპოთეკარს შორის გამოსახლების მეორე დღეს, 24 იანვარს შედგა. 90 000 დოლარის გადახდისთვის 1-თვიანი ვადა განისაზღვრა. მარინა ხატიაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა 70 000 დოლარი, რომლის საფუძველზე მოლაპარაკებას ჯერ კიდევ გამოსახლებამდე სთავაზობდა იპოთეკარს. დარჩენილი 20 000 დოლარის შეგროვება მან ერთ თვეში, როგორც ამბობს, “სასწაულებრივი გზით” შეძლო და საბოლოოდ სახლში დაბრუნდა.

“გამოსახლებიდან ერთ თვეში 20 000 უნდა მომეგროვებინა. ეს შევძელი, ჩემი მეგობარი მხატვრები და სხვა ხელოვანი ადამიანები დამეხმარნენ, მოაწყვეს აუქციონი, გაიყიდა ნახატები და ფულიც ასე შეგროვდა. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ და ყველას ვინც 23 იანვარს ჩემს გვერდით იდგა” – თქვა მარინა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, იურიდიულად მისი საკითხი მოგვარებულია, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს მათთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვთ.

პრეზიდენტი: „ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია!“

მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს“ – თბილისში აღსრულების პოლიციამ ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო

კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა