90-იანი წლების ტოპ-მოდელს, კეიტ მოსს 50 წელი შეუსრულდა. იუბილე მან მეგობრებისა და შეყვარებულის, ნიკოლაი ფონ ბისმარკის გარემოცვაში, პარიზში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო „რიცში“ აღნიშნა. კეიტი საფრანგეთში, დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა.
წვეულებაზე მოსს შავი, მაქმანებიანი „შიშველი კაბა“ ამშვენებდა, მას თან 36 წლის შეყვარებული ახლდა, რომელსაც შავი კოსტიუმი და კლასიკური პალტო ეცვა.
ვიდეო: კეიტ მოსისა და ელტონ ჯონის ბრწყინვალე კოლაბორაცია ახალ რეკლამაში