LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონმა ჩინეთის ლიდერი მოხიბლა (ფოტოები)

133

ბუკინგემის სასახელში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ცზინპინისა და მისი მეუღლის, პენ ლიუანის საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა.

ღონისძიებას 170 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, არქიეპისკოპოსი ჯასტინ უებლი, კანცლერი ჯორჯ ოსბორნი და სხვები.

წესის თანამხად, მაგიდის სათავეში დედოფალი ელიზაბეტ მეორე და პრინცი ფილიპი დასხდნენ,  ჩინელი სტუმრების გვერდით კი ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი განთავსდნენ.  ფოტოებიდან ჩანს, რომ კეიტმა ჩინეთის ლიდერი მოხიბლა.

კემბრიჯის ჰერცოგინიასთვის ეს ამ მასშტაბის პირველი ვახშამი იყო. ჩაცმულობაში მან უპირატესობა Jenny Packham-ის ალისფერ კაბას მიანიჭა, თავზე კი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი, 1920 წლიდან სასახლის კუთვნილებაში მქონე გვირგვინი – „ლოტოსის ყვავილი“ ეკეთა.

კეიტის საყვარელი მორთულობა დედოფალ ელიზაბეტ მეორეს 2011 წელს, დიპლომატიურ მიღებაზე ეკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები