ქალიშვილის დაბადების შემდეგ, კეიტ მიდლტონი სამეფო ვალდებულებების შესრულებას შეუდგა. კემბრიჯის ჰერცოგინია საბავშვო ცენტრს Anna Freud Centre ესტუმრა (ორგანიზაცია ბავშვებთა ფსიქიკის განვითარებაზე ზრუნავს).
კეიტის გამოჩენამ საზოგადოების დადებითი შეფასებები გამოიწვია: გარშემომყოფებმა აღნიშნეს, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და ვარცხნილობის შეცვლაც ძალიან მოუხდა.
მიდლტონს Ralph Lauren-ის კაბა ეცვა, რომელიც ფასის მიუხედავად (1595 დოლარი), რეკორდულ დროში გაიყიდა.