ესპანეთის ერთ-ერთ სანაპიროზე პაპარაცებმა კეიტ ჰადსონი ტალახის აბაზანის მიღების დროს დააფიქსირეს. ორი შვილის დედას საცურაო კოსტიუმი ეცვა და არაჩვეულებრივ ფორმაში იყო.
კეიტი ესპანეთში მეგობრებთან ერთად ისვენებს. მოგვიანებით მან „ინსტაგრამზე“ მათთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელზეც ულამაზესი ხედის ფონზე სადილობს.