მსახიობმა კეიტ ჰადსონმა განაცხადა, რომ დედა მესამედ გახდება. ამის შესახებ მან „ინსტაგრამზე“ დაწერა. აღსანიშნავია, რომ ჰადსონისა და მისი ქმრისთვის, დენი ფუძიკავასთვის ეს პირველი საერთო შვილი იქნება. უკვე ცნობილია პატარას სქესი და ის გოგოა.
მსახიობმა აღიარა, რომ პირველი ტრიმესტრი ამჯერად გაცილებით რთული იყო, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის მსახიობი ორ ვაჟზს ზრდის: 14 წლის რაიდერს და 6 წლის ბინგემს.