“მართალია აღმზრდელების ნაწილმა დატოვა დაწესებულება, რომელზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში, ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები გადაყვანილები იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში.” – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონში მისულმა სახლახო დამცველმა, დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ფიქრობს, რომ მათ მიმართ მაინც მიმდინარეობს გარკვეული ტიპის ზეწოლა იმ აღმზრდელების პირობებში, რომლებთანაც ისინი წლებია ცხოვრობენ და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია აღსაზრდელებთან გასაუბრება:
“მიმაჩნია, რომ მართალია აღმზრდელების ნაწილმა დატოვა დაწესებულება, რომელზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და იმ აღმზრდელების პირობებში ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბავშვები გადაყვანილები იყვნენ ალტერნატიულ ზრუნვაში.
ვფიქრობ, რომ მაინც მიმდინარეობს მათ მიმართ გარკვეული ტიპის ზეწოლა იმ აღმზრდელების პირობებში, რომლებთანაც ისინი წლებია ცხოვრობენ და რომლებსაც არ უნდათ, რომ ამ ბავშვებმა ეს კედლები დატოვონ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან გასაუბრება. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ბავშვებმა თავისუფლად საუბარი შეიძლება ვერ შეძლონ, მაგრამ თუ საჭიროებას დავინახავთ, განმეორებითაც გავესაუბრებით, ან ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგი და სპეციალისტები ისედაც ნათლად დაინახავენ რა მდგომარეობაა.” – თქვა ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე აღსაზრდელის გადაყვანა კიდევ იგეგმება ალტერნატიურ ზრუნვაში და მნიშვნელოვანია, რომ პანსიონში დარჩენილ ბავშვებთან დაკავშირებითაც მალე მიიღონ გადაწყვეტილებები.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ესტუმრა. ის ხვდება პანსიონის ხელმძღვანელობას, მეუფე იაკობს და ამის შემდეგ გაეცნობა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვების საჭიროებების შეფასებებთან დაკავშირებით და რას აკეთებენ სოცმუშაკები.