LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიურ ცარცის წრედ იქცევა აქაურობა, სადაც ძალაუფლების მსურველებს საქართველო შუაზე “შემოეგლიჯებათ” – დაჩი გრძელიშვილი

284
dachi da aqcia

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის მსჯელობისას ამბობს, რომ მიტინგებზე ხალხის დათვლა ბოლო 30 წლის განმავლობაში, იქამდე მიგვიყვანს, რომ საქართველო შუაზე შემოეგლიჯებათ.

„მთელი ცხოვრებაა მიტინგზე გამოსულ ადამიანებს ვითვლით. რამდენი კაცი იყო ჭანტურიას მიტინგზე, მერე გამსახურდიასთან, მერე შევარდნაძესთან, მერე სააკაშვილთან, მერე ივანიშვილთან… სხვადასხვა მეთოდოლოგიით ვითვლით – ობიექტურადაც, სუბიექტურადაც… ხან ერთმანეთის მიტინგებს შორიდან ვიღებთ, ცოტა რომ გამოჩნდეს, ხან ახლოდან, რომ გაბერვდეს… “მოწინააღმდეგეს” დავცინით, “ჩვენიანებს” ვაგულიანებთ… და ამასობაში გვავიწყდება, რომ სიმართლე კაც-კვადრატებით არ იზომება.

დღეს მიშას მხარდასაჭერად 50 ათასი კაცი გამოვიდა. მხოლოდ ეს ნიშნავს იმას, რომ მიშა აბსოლუტურად მართალია?

ხვალ ბიძინა თავის მონებს ასი ათას კაცს მოაყრევინებს – მერე, ის იქნება მართალი? ტყუილად მეკითხებით – არ მაქვს რეცეპტი “როგორ”? თუმცა იმას კი ვგრძნობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, კავკასიურ ცარცის წრედ იქცევა აქაურობა, სადაც ძალაუფლების მსურველებს საქართველო შუაზე “შემოეგლიჯებათ” – იმიტომ, რომ ამ ძალაუფლების ნებით გაყოფა არავის უნდა. იქნებ, კოალიციური მთავრობის დროა“? – წერს დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.

ხათუნა ხოფერია: აიღეთ კალკულატორი და იანგარიშეთ თუ რამდენია – აუუუუ, რამდენი ვართ ვარიანტი

ამდენი ხალხი მგონი ნაცების წასვლის მოთხოვნით არ გაერთიანებულა.. აი რა ჩაუტარა ქართულმა ოცნებამ თავისთავს: მაკა ჩიჩუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები