LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კავკასიის კალიფორნია”-New York Times საქართველოზე წერს

77

“როდესაც საქართველოში ჩამოვედი, წაგვიყვანეს თბილისში, რომელიც ოზის საოცრებათა ქვეყანას ჰგავდა. მოულოდნელად ყველაფერი შავ-თეთრი გაფერადდა”, – საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის ამ სიტყვებით იწყებს ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times საქართველოს შესახებ სტატიას.

სტატიაში მკითხველი გაეცნობა თბილისის დაარსების ისტორიას. ასევე, მასალაში დიდი ადგილი უჭირავს ქართული ღვინის ისტორიას. განსაკუთრებით დადებითად არის შეფასებული ქართული კერძები. როგორც ჩანს, ამერიკელი ჟურნალისტი ხაჭაპურმა განსაკუთრებით მოხიბლა.

The New York Times სტატიაში ნახსენებია ქართველო დიზაინერი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია.

როგორც ჟურნალისტი წერს, ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ საქართველო 90-იანი წლების შემდეგ ხელახლა დაიბადა და აღორძინდა. სტატიის ავტორის თქმით, თბილისში პარიზის მსგავი ბულვარებია, ხოლო, ღამის კლუბები, ტოლს არ უდებს ბერლინის ღამის კლუბებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები