5 თებერვალს, ქართული მედიისთვის, „გალერია თბილისში“ „ლეგო 2“-ის დახურული ჩვენება გაიმართა. Warner Animation Group-ის სათავგადასავლო კომედიური ჟანრის ანიმაციას მთელ მსოფლიოში უდიდესი რაოდენობის მაყურებელი ჰყავს. 2014 წელს გამოსულ პირველ ნაწილს ორი სპინოფი მოჰყვა, ორივე მათგანი – The Lego Batman Movie და The Lego Ninjago Movie 2017 წელს გამოვიდა.
„ლეგოს“ მეორე ნაწილის რეჟისორი მაიკ მიჩელია, ფილ ლორდთან და ქრისტოფერ მილერთან ერთად, რომლებიც პირველი ფილმის რეჟისორები და სცენარისტები იყვნენ და გუნდს ისევ დაუბრუნდნენ.
„ლეგო 2“-ს ახმოვანებენ ცნობილი მსახიობები, ქრის ფრატი, ელიზაბეთ ბენქსი, უილ არნეტი, უილ მფარელი, ასევე ტიფანი ჰადიში, სტეფანი ბეატრისი და მაია რუდოლფი, რომლებიც ახლა შეუერთდნენ „ლეგოს“ გუნდს.
„ლეგო 2“-ის მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 8 თებერვალსაა დაგეგმილი, საქართველოში კი 7 თებერვალს გაიმართება.