LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატრინ დენევის 57 წლის წინანდელი ფოტო და „ბარბერის თრენჩი” საკულტო ფილმიდან „შერბურგის ქოლგები“

673
ketrindenevi

ზუსტად 57 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფრანგული კინოს კლასიკა, ფილმი „შერბურგის ქოლგები“. ამ ფილმმა კატრინ დენევი არა მარტო ყველა დროის ყველაზე მოთხოვნად მსახიობად აქცია, არამედ ის გახდა მუზა ყველა წამყვანი რეჟისორისა და სცენარისტისთვის, შეექმნათ და გადაეღოთ ფილმები სიყვარულზე.

ფილმში არის რამდენიმე ასეთი კადრი, სადაც შემოდგომის ცივ დღეს დენევის გმირი ეკრანზე ღია კრემისფერი ,,თრენჩით” ჩნდება. ეს გახლავთ „ბარბერის“ ორბორტიანი, ქამრით ფიქსირებული კლასიკური ,,თრენჩი”, რომელიც უკვე 57 წელია არ გადადის მოდიდან. თუ დღეს გადავავლებთ თვალს წამყვანი მოდის სახლების მიერ შექმნილი საშემოდგომო კოლექციას, მივხვდებით, რომ კატრინ დენევის ,,თრენჩი” ისევ მოდაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები